ართველი პოეტი-გენერალი, ქართული რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი გრიგოლ
ორბელიანი 1804 წლის 2 ოქტომბერს, ქ. თბილისში დაიბადა.
გრიგოლის მამა, დიმიტრი ( იგივე ზურაბ) ორბელიანი საქართველოს უკანასკნელ
მეფეებთან მსახურობის შემდეგ რუსულ სამხედრო სამსახურში შევიდა, სამხედრო სამსახურის
შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში დანიშნეს
„ ზასედატელად“.
დედა - ხორეშანი ერეკლე მეფის შვილიშვილი იყო.
დიმიტრისა და ხორეშანს გრიგოლის გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: ზაქარია,
ილია და ეფემია. - შემდგომში დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა.
წერა-კითხვა დიმიტრი ალექსი მესხიშვილმა ასწავლა, შემდეგ კეთილშობილთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების მერე საარტილერიო სკოლაში გადაჰყავთ. 1816 წელს იგი იუნკრად შედის 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც 1820 წლამდე რჩება.
იმავე წელს, პარტუპეი-იუნკრის ჩინით გადადის საქართველოს გრენადერის პოლკში,
1821 წელს იგი უკვე პრაპორშჩიკია.
1822 წელს გრიგოლ ორბელიანი ჭარელი ლეკების დამარცხების მონაწილეა ალაზანთან,
ხოლო 1826 წელს სპარსელების წინააღმდეგ იბრძვის შამქორთან და განჯაში, რისთვისაც ღირსეულად
აჯილდოვებენ.
გრიგოლ ორბელიანი რუსეთ-რანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
1830 წელს მონაწილეობას იღებ გენერალ
პასკევიჩის ექსპედიციაში ჭარ-ბელაქნელი ლეკების დასაშოშმინებლად, იმავე წელს მონაწილეობს
გერენალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღბაში.
1831 წელს ნოვგოროდის ქვეითი პოლკისათვის
კავკასიის კორპუსში შერჩეულ ჯარისკაცებს მიჰყვება რუსეთში, პეტერბურგისა და მოსკოვის
მონახულების შემდეგ ერთი წელიწადის განმავლობაში ცხოვრობს ნოვგოროდში.
1833 წელს ნოვგოროდში მას აპატიმრებენ და აგზავნიან სამშობლოში. ბრალად
წაუყენეს 1832 წლის ცნობილ შეთქმულებასთან კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულებასთან
აშკარა კავშირი არ დაუმტკიცდა, ის ფაქტი, რომ იგი ამ შეთქმულებას თანაუგრძნობდა ეჭვს
არ იწვევს, მისი წერილების თუ ლექსების გათვალისწინებით.
1833 წელს გაამწესეს ნევის პოლკში, აქედან გრძელდება მისი წარმატებული სამხედრო მოღვაწეობა და იწყება მისი ცხოვრების მეორე
პერიოდი
Комментариев нет:
Отправить комментарий