ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1786
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1846 
დაკრძალვის ადგილი:შუამთის მონასტერი, კახეთი
კატეგორია:პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ - ლეიტენანტი.


პოეტის ცხოვრება და შემოქმედება

მე-19 საუკუნის ქართველი რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე დაიბადა  1786 . პეტერბურგში.  იგი მონათლა რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 . 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისში გიორგი XIIის მეფედ კურთხევაზე დასასწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.
1804 წლამდე ალ.ჭავჭავაძის რუსეთში ცხოვრების ზოგი გარემოების გასათვალისწინებლად საყურადღებო დოკუმენტს წარმოადგენს  გარსევან ჭავჭავაძის თხოვნა, რომელიც ამავე წლის 17 იანვარს წარუდგენია იმპერატორისთვის - იგი წერს :
‘ ყოვლად უმოწყალესო ხელმწიფევ, წელსა ჩღპვ ( 1786 ), დროსა ყოფნისა ჩემისა უმაღლესსა კარსა ზედა თქვენის იმპერატორების დიდებულებისასა, დამებადა შვილი და მაშინ საბედნიეროდ ყოვლისა ნათესავისა ჩემისა ღირს ჰყო და მიითქვა ღმრთისადმი განსვენებულმან დიდმა ხელმწიფე იმპერატრიცა ეკატერინამ, რომლისთვისაცა ნიშნათ ერთმთავრებითისა კეთილნებობისა და გამოუთქმელისა მოწყალებისა ინება და უბოძა მას პრეობრაჟენის პოლკის სერჟანტობა და შემდგომად სიკვდილისა მისისა მრავალთა სხვათა თანა გამორიცხულ იქნა. გარნა დროთა ამათ შორის იზრდებოდა სასწავლებელსა შინა, რომელმანცა ისწავლა რუსული და ფრანციცული და ვინაიდგან სისუსტე სიმრთელისა მისისა აკლებს მას სამხედროს სამსახურსა შინა შესვლასა, ამისათვის ვბედავ ყოვლად ქვეშევრდომებრივ ვსთხოვო თქვენს იმპერატორების დიდებულებას ღირსჰყოთ და მიიღოთ იგი მას გვარსა სამსახურსა შინა ვითარცა ინებებს თქვენი იმპერატორების დიდებულება. და უკეთუ ღირს იქნებოდა იგი მსახურებად თქვენის იმპერატორების დიდებულების საღმრთოსა სახლსა წინაშე, მაშინ ბედნიერებასა ჩემსა და სრულისა სახლეულებისა ჩემისასა და არა ეყოლებოდაცა თანასწორი თვისი. ’
1804 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე რუსეთის იმპერატორის სასახლის კარზე კამერპაჟად ჩაურიცხავთ და ეს წელი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.

1804 . 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.
მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს.
ამ აჯანყებაში მონაწილეობის ფაქტი მთელი სიზუსტით არ არის გადმოცემული. პოეტი იოსებ გრიშაშვილი ალ. ჭავჭავაძის ტამბოვში გადასახლების შესახებ წერს :
‘ ალ. ჭავჭავაძეს, მამის დამსახურებისა და ახალგაზრდობის გამო, სასჯელი შეუმსუბუქდა და 30 ნოემბერს, 1805 წელს ტამბოვში გადაასახლეს სამი წლის ვადით ’.
 ფაქტობრივად, ალ. ჭავჭავაძის ტამბოვში გადასახლება გადაწყვეტილი ყოფილა ჯერ კიდევ 1805 წლის 2 აპრილს, მაგრამ მტკვარზე ხიდის ‘ გაფუჭების ’, თუ ‘ უამინდობის ’ გამო, როგორც დოკუმენტებშია მოხსენებული, პოეტი გაუგზავნიათ მართლაც 1805 წლის ნოემბერში, მაგრამ არა 30-ში, არამედ 11-ში.
საინტერესოა მეორე ფაქტი, ჭავჭავაძემ ნამდვილად გაატარა თუ არა 3 წელი ტამბოვში?!
ი. გრიშაშვილი წერს :

‘ მაგრამ პოეტი ტამბოვში დიდხანს არ დარჩენილა. 1805 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე უმაღლესი ბრძანებით გაწვეულ იქნა პეტერბურგში და იმპერატორ ალექსანდრე პირველის განკარგულებით რამდენიმე ხნის შემდეგ ჩარიცხეს პაჟთა კორპუსში’



პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. 1811 . იგი პორუჩიკი გახდა. 1811 . გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით 1812 . თებერვალში მას გზავნიან კახეთში  სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.

1813 წლის 21 სექტემბრიდან 1814 წლის 6 ივლისამდე ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობას იღებდა ნაპოლეონის წინააღმდეგ რუსი მხედრობის კონტრშეტევით ოპერაციებში. ამ დროს იგი ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტი იყო. ბრძოლებში განსაკუთრებული წარმატების გამოჩენისთვის, რუსეთის ჯარის პარიზში შესვლამდე, ქართველ რომანტიკოსს რამდენჯერმე მიეცა უმაღლესი ჯილდო.

თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1815 . ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.
სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.
1827-1828 წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. 1827 . ოქტომბერში მან თავრიზი აიღო. 1828 . თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად.

1828 . 28 აგვისტოს მან ბრძოლით აიღო ციხესიმაგრე ბაიაზეთი, 8 სექტემბერს - სიმაგრე დადიანი და 10-შიციხე სიმაგრე თოფრაყალა.


1 комментарий: